რესტორანი
სასტუმრო „ჩაო“ იმ ერთ-ერთი ოჯახის საკუთრებაა,რომლის ფესვები სოფელ ჩაოსთან, მის უძველეს კულტურასა და ტრადიციებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ აოცებს და იზიდავს იგი თავის სტუმრებს იშვიათი სტუმართმოყვარეობით, ქართული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და თანამედროვე სტილთან შეზავებული მთის ეგზოტიკური კულინარიული ხელოვნებით,რომელსაც ზედმიწევნით ფლობენ აქ დასაქმებული ჩაოელი მზარეულები.
2008 წლიდან, ანუ თავისი დაარსებიდან დღემდე, სასტუმრო „ჩაოს“ მრავალი გამო¬ჩენილი ადამიანი, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი თუ ბიზნესმენი და უბრალოდ რომ ვთქვათ,ჩვენი და უცხო ქვეყნის ყველა ასაკისა და პროფესიის მოქალაქე სტუმრობდა და სტუმრობს. აქ მოდიან ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესია მშვიდი, ესთეტიკურად მიმზიდველი გარემო, ეგზოტიკური კერძები და საერთო ჯამში მომსახურების მღალი ხარისხი.